საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქმა და მეთიუ ბრაიზამ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს

14 მარტი
436-2

“თუ კავკასიის პრობლემის გლობალურად განხილვა მოხდება, უფრო ადვილი იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის გამთლიანების საკითხი.” ასეთი განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან, მეთიუ ბრაიზასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

საქართველოს პატრიარქმა და ბრაიზამ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობაზე, რუსეთ-საქართველოს ომსა და კონფლიქტების მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

“მეთიუ ბრაიზას ვიზიტი ამ რთულ დროს მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოს შესახებ და მშვიდობიან კავკასიაზე ვისაუბრეთ”, – ბრძანა პატრიარქმა. პატრიარქთან შეხვედრის სურვილი მეთიუ ბრაიზამ გამოთქვა.