საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს “ყაზტრანსგაზმა” ვაუჩერიგადასცა

22 ნოემბერი
43-2

საქართველოს საპატრიარქოს ერთი წლის განმავლობაში “ყაზტრანსგაზი” ბუნებრივ აირს უფასოდ მიაწვდის.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს “ყაზტრანსგაზის” გენერალურმა დირექტორმა 135 ათასი კუბური მეტრი გაზის ვაუჩერი გადასცა.
გიორგი ქოიავას განცხადებით, საპატრიარქოს რეზიდენციის გარდა, უფასო ბუნებრივი აირით სიონის საკათედრო და ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრები და სასულიერო სემინარიაც ისარგებლებენ.
“ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებმა პატრიარქს საჩუქარი აღსაყდრების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით გადასცეს.