საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქი საქართველოში ბრუნდება

20 თებერვალი
427-2

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დღეს გერმანიიდან ბრუნდება. ილია მეორე თანმხლებ პირებთან ერთად სპეცრეისით ჩამოდის. უწმინდესს თბილისში საღამოს შვიდი საათისთვის ელიან.

პატრიარქს აეროპორტში წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები და მრევლი დახვდება.

კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში სამედიცინო გამოკვლევებისთვის ოთხ თებერვალს გაემგზავრა. კათალიკოს-პატრიარქი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.