საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ბაგრატოვანთა ორი შტო ჯვარს იწერს

8 თებერვალი
424-2

დღეს ბაგრატოვანთა ორი შტო ჯვარს იწერს. ჯვრისწერამდე დილით ბაგრატოვანთა წყვილი სვეტიცხოველში წირვას დაესწრო. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ბაგრატიონ-მუხრანელი დღეს პატრიარქის კურთხევით სამების საკათედრო ტაძარში ჯვარს დაიწერენ.

სვეტიცხოველში წირვას, ნეფე-დედოფალთან ერთად, მრევლიც დაესწრო. სამეფო დინასტიის წარმომადგენელთა ქორწილში დაახლოებით სამი ათასი სტუმარია მიწვეული.