საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვიდან დაბრუნდა

4 თებერვალი

საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა. 5-კაციანი შემადგენლობა რუსეთის დედაქალაქში გამართული შეხვედრებით კმაყოფილია.

საპატრიარქოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის საპატრიარქოსთან არსებული კავშირები შენარჩუნდება და რუსულ-ქართული ეკლესიების თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

რუსეთის ხელისუფლებისაგან განსხვავებით, რუსული ეკლესია საქართველოს სუვერენიტეტს და მთლიანობას აღიარებს, – აცხადებენ სასულიერო პირები.