საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

1 თებერვალი
420-2

უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ამ ეტაპზე ილია მეორე საპატრიარქოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება,” – განაცხადა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პატრიარქის პრეს-ცენტრის უფროსმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ.

უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე თოდუას სახელობის კლინიკაში 27 იანვარს ვირუსული ინფექციის გამო გადაიყვანეს.