საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

28 იანვარი
415-2

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, წუხელ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში გადაიყვანეს.

პატრიარქს ვირუსული ინფექციის ფონზე განვითარებული მაღალი სიცხე აღენიშნებოდა. თუმცა, ამ დროისთვის ყველა სიმპტომი მოხსნილია და უწმინდესი თავს კარგად გრძნობს.

დღესვე გაირკვევა როდის გამოწერენ პატრიარქს თოდუას სახელობის კლინიკიდან.