საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

10 იანვარი

გადაცემა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასართობი პროგრამით “დიდი ათეულის” სახელწოდებით გადის, არსებული ფორმატით არ არის მისაღები ეკლესიისთვის, რადგან იგი მიზნად ისახავს სასულიერო და საერო მოღვაწეთა ერთგვარ შეჯიბრს (არა აქვს მნიშვნელობა მოხდება ეს “შემფასებლის” თუ “ადვოკატის” საშუალებით).

საერო პირებთან დაკავშირებით საკითხს ჩვენ არ ვეხებით, მაგრამ წმიდანებთან მიმართებაში ასეთი დამოკიდებულება გაუმართლებელია.

ეკლესია მიესალმება და მხარს დაუჭერს ნებისმიერ შემეცნებით-საგანმანათლებლო (და არა გასართობ) სატელევიზიო პროექტს, რომელიც ორიენტირებული იქნება ცოდნის გაღრმავებაზე როგორც საქართველოს ეკლესიის წმინდანების, ასევე საერო გამეჩენილ ადამიანთა მიმართ.

საქართველოს საპატრიარქოს ამ საკითხზე მოლაპარაკებები აქვს პირველი არხის ხელმძღვანელობასთან და ვიმედოვნებთ, ეს ურთიერთობა სასურველ შედეგს გამოიღებს.

10 იანვარი, 2009 წელი