საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

წმინდა მიწაზე საშობაო ლიტურგია დაბომბვებისა და სროლების ფონზე მიმდინარეობდა

7 იანვარი
411-2

წმინდა მიწაზე საშობაო ლიტურგია დაბომბვებისა და სროლების ფონზე მიმდინარეობდა. პირველად ბოლო ათწლეულების მანძილზე ბეთლემში ყველა სადღესასწაულო ღონისძიება გაუქმდა.

საომარი მოქმედებების მიუხედავად, იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე მაინც ჩავიდა და მაცხოვრის შობის ტაძარში წირვა აღავლინა.

წმინდა მიწაზე კრიზისის გამო საკმაოდ მცირეა მომლოცველთა რაოდენობა, თუმცა, შობის უდიდესი დღესასწაულის აღსანიშნავად, იქ ათასობით მორწმუნე მაინც ჩავიდა.

ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამხედრო ოპერაციის შედეგად დაღუპული ადამიანები.

პალესტინის ქალაქებში შობა საკმაოდ მოკრძალებულად აღნიშნეს. რამდენიმე მათგანში საპროტესტო აქციებიც კი გაიმართა.