საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს პატრიარქი იუბილარია

4 იანვარი
409-2

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იუბილარია. პატრიარქმა საკვირაო წირვა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. მრევლმა უწმინდესს დაბადებიდან 76 წელი მიულოცა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

პატრიარქად 1977 წელს, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.