საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

რუსეთის სინოდი დიალოგის აღდგენის მომხრეა

25 დეკემბერი

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისაგან განსხვავებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად კავკასიის კრიზისის მოსაგვარებლად ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოში სინოდის სხდომაზე იმსჯელეს.

რუსი მღვდელმსახურების აზრით, დიალოგი საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს. პირველი შეხვედრა, რომელსაც ორი ქვეყნის რელიგიური პირები დაესწრებიან, საქართველოში კათალიკოს-პატრიარქის ინიციატივით გამართული საერთაშორისო კონფერენცია იქნება.