საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა

12 დეკემბერი
401-2

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვიდან თანმხლებ პირებთან ერთად თბილისში გუშინ დაბრუნდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედვედევი ლტოლვილების დაბრუნების მომხრეა.

“ჩვენ განვიხილეთ მთელი სპექტრი იმ პრობლემებისა, რომლებიც დგას ჩვენს წინაშე. უნდა ვთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მომხრეა ლტოლვილების დაბრუნებისა და ეს ძალიან სასიხარულო სიმპტომია”, – ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს საზღვრების გახსნისა და საელჩოების ამოქმედების საკითხზეც.

უწმინდესის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დადებითად უნდა გამოიყენონ.

“თითქმის ყველა საკითხში თანხმობა იყო. ვფიქრობ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ჩვენი იქ ყოფნა და ეს კურსი გაარძელოს. ვფიქრობ, ასევე, რომ ეს კარგ შედეგს მოგვიტანს”, – აღნიშნავს პატრიარქი.

კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში 7 დეკემბერს გაფრინდა. იგი მოსკოვისა და და სრულიად რუსეთის პარტიარქის ალექსი მეორის დაკრძალვის ღონისძიებებში მონაწილეობდა.

თბილისში გამომგზავრებამდე უწმინდესი მოსკოვში, წმინდა გიორგის ტაძარში მრევლს შეხვდა. ილია მეორემ ქართველი მრევლისთვის ილოცა და იქადაგა. პატრიარქი ყველა ქართველს სამშობლოში დაბრუნებას სთხოვს.