საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სოფ. სნოში კათოლიკოს-პატრიარქმა წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი საზეიმოდ აკურთხა.

21 ოქტომბერი

21 ოქტომბერს სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში, სოფ. სნოში, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი საზეიმოდ აკურთხა.
გადმოცემის თანახმად, ამ სოფლის სახელი ვაჟკაცობით გამორჩეული პიროვნების სახელთანაა დაკავშირებული, რომელსაც ხალხური გადმოცემის მიხედვით სახელად სნო ერქვა და ვახტანგ გორგასლის ნათლული ყოფილა. XV საუკუნის შემდეგ აქ სწორედ წმ. ვახტანგ მეფის სახელზე აიგო ტაძარი.
ტაძრის კურთხევას სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრები ესწრებოდნენ: ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ფშავ-ხევსურეთისა და თიანეთის მთავარეპისკოპოსი თადეოზი, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე და ადგილობრივი მღვდელმთავარი – ეპისკოპოსი იეგუდიელი.