საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქს მადლობა გადაუხადა

12 დეკემბერი
399-2

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იმ დიპლომატიური მისიისთვის, რომელიც მან მოსკოვში ყოფნისას შეასრულა.
როგორც დღეს, სააკაშვილმა ბათუმში ყოფნისას განაცხადა, რუსეთში გამგზავრებამდე პატრიარქს შეხვდა და მასთან ვრცელი საუბარი ჰქონდა.
პრეზიდენტის განცხადებით, იგი მადლიერია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის ხელისუფლებას ქართველი ხალხის ნება გადასცა იმის შესახებ, რომ საქართველო არასოდეს შეურიგდება საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციას.
„მადლიერი ვარ, რომ პატრიარქმა დიპლომატიური მისიის განხორციელება თავის თავზე აიღო. იმედი მაქვს, რუსეთი სწორ პოზიციას დაიკავებს და მიხვდება, რომ რაც არ ერგება, არ შეერგება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მზად არის, რუსეთთან ყველანაირ დიპლომატიურ მოლაპარაკებაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასა და პატივისცემაზე.
სააკაშვილი მიიჩნევს, დაწყებული დიალოგი უნდა გაგრძელდეს.