საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მოსკოვში ქართულ ენაზე გადაიხადა

8 დეკემბერი
391-2

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ქართულ ენაზე გადაიხადა. ალექსი II-ის ცხედარი სწორედ ამ ტაძარშია დასვენებული.

რუსული საინფორმაციო წყაროების ცნობით, განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო რუსეთის ცენტრალურ საკათედრო ტაძარში ქართული მრავალხმიანი გალობის მოსმენა.

უწმინდესი და უნეტარესი ილია II რუსეთის პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად, დელეგაციის თანხლებით, მოსკოვში გუშინ გაემგზავრა.

უწმინდესს აეროპორტში რუსეთის პატრიარქის მოვალეობის შემსრულებელი მიტროპოლიტი კირილი დახვდა.

რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორეს, რომელიც 5 დეკემბერს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხვალ დაკრძალავენ.