საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

უწმინდესმა საპატრიარქოში ალექსი მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

5 დეკემბერი
389-2

“გარდაიცვალა დიდი სასულიერო პირი და ქართული ეკლესიის დიდი მეგობარი”, _ ეს სიტყვები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქზე საუბრისას წარმოთქვა.

მანამდე უწმინდესმა საპატრიარქოში ალექსი მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. უწმინდესმა რუსეთის სინოდის წევრებსა და მრევლს სამძიმარი გამოუცხადა.

“იგი 18 წელი იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური. გარდაიცვალა დიდი სასულიერო პირი და ქართული ეკლესიის დიდი მეგობარი. თანაგრძნობას ვუცხადებ მთელი რუსეთის მრევლს, მღვდელმთავრებს, წმინდა სინოდს, მორწმუნეებს. ღმერთმა აცხონოს და ნათელში დააწესოს მისი უკვდავი სული”, _ ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

უწმინდესის სამძიმრის წერილი რუსეთის საპატრიარქოს დღესვე გაეგზავნა. დგინდება, თუ როდის გაემგზავრება საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში და ვინ უხელმძღვანელებს მას.