საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს 25-მდე ობიექტი სიმბოლურ ფასად გადაეცა

26 ნოემბერი

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მდებარეობს, საქართველოს საპატრიარქოს სიმბოლურ ფასად გადაეცა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა განაცხადა, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიური სამუშაოები ჩატარდა, რათა განსაზღვრულიყო ის ქონება, რომელიც ამ ეტაპზე გადაეცემოდა საპატრიარქოს.

ეკონომიკური განვითარების მინისტრის ეკატერინე შარაშიძის განცხადებით, ამ დროისთვის საპატრიარქოს გადაეცემა 25-მდე ობიექტი, რომლებიც მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში, ხულოს მუნიციპალიტეტში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ნინოწმინდაში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ხობის მუნიციპალიტეტში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ქუთაისში, ბოლნისში, დუშეთსა და რუსთავში.

როგორც ეკა შარაშიძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.