საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი დღეს პატრიარქისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს

20 ნოემბერი
384-2

წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი დღეს პატრიარქისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს.

გამოფენაზე, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება, წარმოდგენილი იქნება პატრიარქის ფოტოები და გამონათქვამები.
ნაჩვენები იქნება ფილმი “მსვლელობა ტაძრისკენ” და კლიპი “მზიანი ღამეა, მალე განთენდება”.

გარდა ამისა, გამოფენის სტუმრებს დარბაზში დახვდებათ ყუთი, სადაც შეუძლიათ ჩაყარონ პატრიარქისადმი მისალოცი ბარათები.