საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს ტელემაუწყებლობა “ივერიის” ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ თანამდებობა დატოვა

15 ნოემბერი
381-2

საპატრიარქოს ტელემაუწყებლობა “ივერიის” ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე გიორგი ანდრიაძემ განაცხადა, ამის მიზეზი “ივერიისთვის” სამაუწყებლო სიხშირის მხრივ შექმნილი პრობლემებია.

მისივე განცხადებით, ტელესტუდიას არ გააჩნია სიხშირე და საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ტელეკომპანია “ევრიკას” არხზე მაუწყებლობს.
როგორც ანდრიაძემ აღნიშნა, პოლიტიკაში მიდის, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს. ამასთან, ჯერ უცნობია, რომელ პოლიტიკურ გუნდთან ითანამშრომლებს ანდრიაძე.

“რამდენიმე თვეა, კანონით კუთვნილ სიხშირეს ვითხოვთ. შევაგროვეთ 60 ათასზე მეტი ხელმოწერა და ეს პროცესი გრძელდება. გადავწყვიტე, დავტოვო თანამდებობა და დავიწყო აქტიური პოლიტიკური საქმიანობა”, _ აღნიშნა ანდრიაძემ.