საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქი თბილისში დაბრუნდა

12 ნოემბერი
378-2

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II თბილისში დაბრუნდა. 10-დღიანი მკურნალობის შემდეგ დღეს უწმინდესი და უნეტარესი გერმანიიდან საქართველოში პირდაპირი რეისით ჩამოფრინდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პატრიარქს წმინდა სინოდის წევრები, კულტურის მოღვაწეები და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრები დახვდნენ.

აეროპორტიდან პატრიარქი ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გაემგზავრა, სადაც სამადლობელი პარაკლისი აღავლინა, რომელსაც მრევლი, ჩოხოსნები, სასულიერო პირები და სინოდის წევრები დაესწრნენ.

უწმინდესმა მოკლე ქადაგებით მიმართა მრევლს. მან მადლობა გადაუხადა მრევლს ლოცვისათვის და აღნიშნა, რომ ლოცვის შედეგად “ღმერთმა გადაგვარჩინა ჩვენ”.

კათოლიკოს–პატრიარქმა ასევე მოუწოდა მრევლს, ხვალ 12.00 საათზე მივიდნენ მეტეხის ხიდთან, სადაც 100 ათასი ქართველის ხსენების დღესთან დაკავშირებით პარაკლისს აღავლენს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გულის ოპერაცია ბერლინში ჩაუტარდა. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს.