საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დღეს, 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა

13 ნოემბერი
377-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა.

მეტეხის ხიდზე უამრავი ადამიანი მივიდა. მათ ყვავილები და ყვავილებით შემკული ჯვრები სიმბოლურად მტკვარში ჩაუშვეს.

პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა ბრძანა, რომ საქართველო აუცილებლად გადარჩება, ვინაიდან ჰყავს უპრეცედენტო ოდენობის უდიდესი წმინდანები.

“ასი ათასი ქართველი მოწამე მსოფლიოს ისტორიაში არის უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან ქრისტესთვის ერთ დღეს ამდენი ადამიანი ეწამა. მათი ძალა და მადლი შეეწევა საქართველოს, მათი ლოცვით საქართველო აუცილებლად გადარჩება და გამთლიანდება”, – ბრძანა ილია მეორემ.

ასი ათასი ქართველი მოწამე ჯალალედინის ბრძანებით მე-13 საუკუნეში აწამეს. მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. წინააღმდეგობის გაწევისთანავე მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში გადაყარეს.