საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა

4 ნოემბერი
371-2

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია გუშინ საღამოს მოსკოვში გაემგზავრა.

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში საპატრიარქოს წარმომადგენლები სრულიად რუსეთის პატრიარქს, უწმინდესს ალექსი მეორეს და ქართულ დიასპორას შეხვდებიან.

ვიზიტის ფარგლებში განიხილება საქართველო-რუსეთს შორის განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები.

განიხილავენ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას და ამ ეპარქიების ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში დაბრუნების საკითხს. ასევე იმ პრობლემებს, რომელიც უშუალოდ აგვისტოს მოვლენების შემდეგ წარმოიშვა.

დელეგაციის შემადგენლობაში წმ. სინოდის წევრები და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე შედიან.

სასულიერო პირთა ვიზიტი მოსკოვში ჯერ კიდევ ზაფხულში იყო დაგეგმილი, თუმცა აგვისტოს მოვლენების გამო გადაიდო.