საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ვიზიტები იტალიასა და საფრანგეთში გადაიდო

4 ნოემბერი
370-2

გერმანიაში ყოფნის პერიოდში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამედიცინო გამოკვლევა გაიარა.

გამოკვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ აუცილებელი იყო გულის სისხლძარღვების სტენტირება.

“პროცედურამ გასტანა ერთ საათს. მისი უწმინდესობა ამჟამად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ აუცილებელია ათი დღის განმავლობაში მისი ყოფნა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ამიტომაც გადაიდო დაგეგმილი ვიზიტები იტალიასა და საფრანგეთში”.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში 14-15 ნოემბერს დაბრუნდება. მისი უწმიდესობა ლოცავს სრულიად საქართველოს.