საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

გამოკითხულთა უმეტესობა საპატრიარქოს ენდობა

6 ოქტომბერი

გაზეთ “კვირის პალიტრის” 29.09.08-02.10.08 გამოკითხვის თემას – “ნდობა” – 527 რესპონდენტი გამოეხმაურა. კითხვა ასეთი იყო: “რომელ უწყებას/საზოგადოებრივ ინსტიტუტს ენდობით ყველაზე მეტად?”
მკითხველს რედაქციის მიერ შეთავაზებული ჩამონათვლის მიხედვით უნდა შეედგინა რეიტინგი, სადაც მაქსიმალური შეფასებაა – 8, ხოლო მინიმალური – 1 ქულა. გამოკითხვის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეიტინგული მაჩვენებელი წარმოადგენს საშუალო ქულას, რომლის მიხედვითაც შედგა რეიტინგი:

1. საქართველოს საპატრიარქო – 7,81

2. დამოუკიდებელი მედია – 6,32

3. ომბუდსმენის აპარატი – 5,88

4. არასამთავრობო ორგანიზაციები – 4,60

5. საპატრულო პოლიცია – 4,22

6. საქართველოს პარლამენტი – 2,98

7. თბილისის მერია – 2,65

8. სასამართლო სისტემა – 1,55