საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს განცხადება

21 აგვისტო

საქართველოს საპატრიარქო ვალდებულად მიიჩნევს თავს, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია ბოლო დღეების მანძილზე სამაჩაბლოს რეგიონიდან დევნილთათვის გაწეული დახმარების შესახებ:

დახმარება ორი მიმართულებით ხორციელდება: თბილისში მყოფ დაზარალებულებთან და რაიონებში დარჩენილებთან.

თბილისში მოწოდებული სიის მიხედვით საპატრიარქომ კვების პროდუქტები, მედიკამენტები და ჩასაცმელი მიიტანა 58 დაწესებულებაში, სადაც 200-დან 500-მდე იძულებით გადაადგილებულია განთავსებული.

ხოლო სამ რაიონში, – გორის, კასპის და ქარელის 20-ზე მეტი სოფელი იქნა შემოვლილი.

გრძელდება ზრუნვა მიცვალებულების გადმოსვენებაზე. ასევე დაწყებულია მოლაპარაკებები დატყვევებულთა განთავისუფლებისათვის.

საქართველოს საპატრიარქო მადლობას უხდის მოსახლეობას შემოწირულობებისათვის. ზემოაღნიშნული დახმარებები სწორედ მათი თანადგომით განხორციელდა.

20 აგვისტო, 2008 წელი