საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ასი ათას თბილელ მოწამეთა პარაკლისი მეტეხის ხიდზე

13 ნოემბერი
34-2

13 ოქტომბერს, ასი ათას ქართველ წმინდანთა ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარემა ილია II-მ, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად მეტეხის (მოწამეთა) ხიდზე პარაკლისი აღავლინა. ხვარაზმელთაგან მოწყვეტილ მოწამეთა აღსასრულის პატივსაცემად ხიდზე თაყვანისსაცემად მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები იყო გამობრძანებული.
ხიდთან მდებარე წმინდა აბოს სახელობის ტაძარში, რომელის კურთხევა უახლოეს მომავალში შედგება, საზეიმო წირვა აღევლინა.
პარაკლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.