საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გორიდან ნიქოზის ეპარქიისკენ გაემგზავრა

15 აგვისტო
335-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გორში მრევლს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან შეხვდა.

უწმინდესს სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსი ანდრია და უამრავი ადამიანი დახვდა. უწმინდესთან ერთად თბილისიდან ჩასულმა 40-მდე სამღვდელო პირმა მათ სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები ჩაუტანა.

ტაძარში შეხვედრის შემდეგ, უწმინდესი ნიქოზის ეპარქიისკენ გაემართა. დაგეგმილია ცხინვალში შესვლაც, თუ ამის შესაძლებლობა იქნება.

პატრიარქისა და საპატრიარქოს დელეგაციის უსაფრთხოებასა და გადაადგილებას რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ძალების უფროსის მოადგილე, გენერალი ვიაჩესლავ ბორისოვი უზრუნველყოფს.

ქართველი ჟურნალისტები კი, ამ დროისთვის გორში რჩებიან.