საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი თეოდორე მეორე მიიღო

3 აგვისტო
319-2

საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი თეოდორე II მიიღო. შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო.

მანამდე კი სამების ტაძარში მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსა და ალექსანდრიის პატრიარქებისაგან საჩუქრები მიიღო.

ალექსანდრიისა და სრუალიდ აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ საქართველოს პრეზიდენტს წმინდა მარკოზ მახარებლის ჯილდო გადასცა, ხოლო ილია მეორემ მიხეილ სააკაშვილს ღვთისმშობლის ხატი უსახსოვრა.

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ორი ქვეყნის დამეგობრებაში შეტანილი წვლილისთვის წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა, ხოლო თეოდორე მეორემ საქართველოს პატრიარქს ბარძიმი გადასცა.

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი საქართველოში უკვე ერთი კვირაა იმყოფება. მას ჰქონდა შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დღეს კი პრეზიდენტი პატრიარქებს საკათედრო ტაძარში ეწვია.