საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელნაწერთა ინსტიტუტს ეწვივნენ.

30 ივლისი
316-2

საქართველოში სტუმრად მყოფი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელნაწერთა ინსტიტუტს ეწვივნენ.

პატრიარქებმა ინსტიტუტის თანამშრომლებს ნახევარსაუკუნოვანი იუბილე მიულოცეს და იქ არსებული უმდიდრესი საცავი მოინახულეს, ასევე დაათვალიერეს გამოფენა, სადაც ბერძნულენოვანი ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი.

თეოდორე მეორე დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. დაგეგმილია მისი გამგზავრება ჯვრის, სამთავროსა და შიო მღვიმის მონასტრებში.