საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დღეს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი საქართველოს ეწვევა

28 ივლისი

28 ივლისს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი უნეტარესი თეოდორე II საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ვიზიტი სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მოწვევით შედგება და 12 აგვისტომდე გასტანს.

ნიკოლას ხორეფტაკისი დაიბადა 1954 წელს კუნძულ კრეტაზე. დაამთავრა ათენის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. აქვს ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდება. ოდესაში სწავლობდა ხელოვნების ისტორიას, ლიტერატურასა და ფილოსოფიას.

1973 წელს ნიკოლას ხორეფტაკისი აღეკვეცა ბერად და ეწოდა თეოდორე.

1985-90 წლებში იგი გახლდათ ალექსანდრიის პატრიარქის ეგზარქოსი ოდესაში, სადაც სათავეში ედგა საბჭოთა კავშირში მცხოვრები ბერძნების სამწყსოს.

1990 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.

1996 წელს დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად ალექსანდრიაში.

2002 წელს იყო არჩეული ზიმბაბვეს მიტროპოლიტად.

2004 წლის 9 ოქტომრის ალექსანდრიის ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით დადგენილ იქნა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის ეკლესიის მეთაურად.

2004 წლის 24 ოქტომბერს მოხდა მისი აღსაყდრება ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის ეკლასიის პაპისა და პატრიარქის ტახტზე.