საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მოსახლეობაში ყველაზე დიდი ნდობით საპატრიარქო სარგებლობს – გამოკითხვა

14 ივლისი
312-2

მოსახლეობაში ყველაზე დიდი ნდობით ქვეყნის უწყებებსა და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს შორის საპატრიარქო სარგებლობს. ეს აჩვენა ყოველკვირეული გაზეთის ”კვირის პალიტრის” მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც მონაწილეობა 512-მა რესპონდენტმა მიიღო.

საქართველოს საპატრიარქომ რვა-ქულიან რეიტინგში 7,72 ქულა მოაგროვა. გამოკითხულთა 92%-მა საქართველოს საპატრიარქოს გრაფას მაქსიმალური ქულა დაუწერა.

მეორე ადგილზე 6,18 ქულით მედიაა, მესამეზე 5,39 ქულით – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

შემდეგ ადგილებზე გადანაწილდნენ: არასამთავრობო ორგანიზაციები – 4,54 ქულა, საპატრულო პოლიცია – 4,17 ქულა, თბილისის მერია – 3,04 ქულა, საქართველოს პარლამენტი – 2,96 ქულა და უზენაესი სასამართლო – 2,0 ქულა. -0-