საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ორი მონასტერს ტყეები 20 წლის ვადით გადაეცა.

14 ივნისი
299-2

ოფიციალური შეთანხმება დღეს ბათუმის წმ.სამების სახელობის მონასტერში გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ირაკლი ღვალაძემ მოაწერეს. ოფიციალურ ცერემონიალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დაესწრო.

საერთო ჯამში ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას 21 ჰექტარი ფართობი 20 წლის ვადით გადაეცემა. ხინოს იოანე ნათლისმცემლის მონასტრისთვის 11 ჰექტარი, ცხემლოვანის წმინდა გიორგის ეკლესიისთვის კი 10 ჰექტარი კინტრიშის დაცული ლანდშაფტის ფართობიდან გამოიყოფა.