საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარლამენტის სხდომიდან მიტინგზე მიბრძანდა

6 ივნისი
295-2

პარლამენტის პირველი სხდომიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ოპოზიციის მიტინგზე მიბრძანდა.

“საქართველოს ერი ერთია და თქვენ უნდა გახსოვდეთ – ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს”, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოპოზიციის მიტინგზე შეკრებილ საზოგადოებას.

უწმინდესმა და უნეტარესმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე მთლიანობას მიაღწევს. კათოლიკოს-პატრიარქმა აქციის მონაწილეები და სრულიად საქართველო დალოცა.