საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ჩეხეთის ხელისუფლებამ კომუნისტების პერიოდში ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო

12 ნოემბერი
29-2

ჩეხეთის ხელისუფლება, ქვეყნის ეკლესიასთან მოლაპარაკების შედეგად, 83 მილიონ კრონს გადაიხდის კომპენსაციის სახით იმ ზიანის სანაცვლოდ, რაც კომუნისტებმა მიაყენეს ეკლესიას. ფულის მესამედს ეკლესია დაუყოვნებლივ მიიღებს, დანარჩენს კი 6-7 წლის შემდეგ. ეკლესიისა და სახელმწიფოს კომისიების საერთოს მუშაობის შემდეგ დადგინდა კომპენსაციის საერთო ჯამიც. ზარალის ანაზღაურების ერთიან რაოდენობაში ჩართულია ორდენებისა და სხვადასხვა კონგრეგაციების მიერ დაბრუნებული უძრავი ქონებაც. ქონების უკვალოდ გამქრალი ნაწილის ღირებულება შესაბამისი თანხით ანაზღაურდება.