საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

12 მაისი
288-2

12 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. სწორედ მის სახელს უკავშირებენ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას.

ამ დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო ლოცვას აღავლენს. ღვთისმსახურება ასევე ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს წელიწადში 2-ჯერ – 12 მაისს და 13 დეკემბერს აღნიშნავს.

განსაკუთრებულად აღინიშნება ეს დღე დიდაჭარაში. მეორე წელია აქ დიდაჭარობის სახალხო დღესასწაული ტარდება.

მრევლი იმ ადგილას იკრიბება, სადაც, გადმოცემის თანახმად, ანდრია პირველწოდებულმა პირველი ქრისტიანული ტაძარი ააგო. მანამდე საზეიმო წირვა-ლოცვა სხალთის ტაძარში აღესრულა.

დღესვე საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში იხსნება გამოფენა, სადაც IX-XIX საუკუნეებით დათარიღებული რელიგიური შინაარსის ის დოკუმენტები გამოიფინება, რომლებიც ეროვნულ არქივშია დაცული.