საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

8 მაისი

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ა.წ. 13 მაისს, პანტომიმის თეატრი აპირებს სპექტაკლის დადგმას წმიდა გიორგის ცხოვრების შესახებ.

რამდენადაც სჯულის კანონი და საეკლესიო ტრადიცია სრულიად მიუღებლად მიიჩნევს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანებთან დაკავშირებით სპექტაკლის დადგმას, საპატრიარქომ თხოვნით მიმართა ცნობილ რეჟისორს, ბატონ ამირან შალიკაშვილს, თავი შეეკავებინა ამგვარი ქმედებისაგან.

ვიმედოვნებთ, რომ სპექტაკლის ავტორიც და თეატრის დასიც ანგარიშს გაუწევს საპატრიარქოს პოზიციას.

8 მაისი, 2008 წელი