საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

“სტუმრად პატრიარქთან” – დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია კინოთეატრ “ამირანში” გაიმართა

2 მაისი
279-2

“სტუმრად პატრიარქთან” – ამ სახელწოდებით დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია დღეს კინოთეატრ “ამირანში” გაიმართა.

პრეზენტაციას კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც დაესწრო. ფილმი პატრიარქის ცხოვრებას ასახავს.

ფილმის რეჟისორი გიორგი შალუტაშვილია, ხოლო სცენარის ავტორი და პროდიუსერი თამარ ბართაია.

ფილმი 26-წუთიანია. მასში გამოყენებულია უშუალოდ პატრიარქის მიერ მონათხრობი ავტობიოგრაფიული მონაცემები, ასევე პატრიარქის საგალობლები.

გადაღებები 2 წლის განმავლობაში თბილისში, მცხეთასა და ყაზბეგში მიმდინარეობდა. ფილმის ერთ-ერთი დამფინანსებელი რუსუდან კერვალიშვილიცაა.