საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომოდ 165 პატიმარი შეიწყალა

25 აპრილი
271-2

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით 165 პატიმრის შეწყალების ბრძანებას მოაწერა ხელი.

შეწყალებულთაგან 23 ქალია. ყველა შეწყალებულს დღეს გაათავისუფლებენ გარდა ორისა, რომელთაც პატიმრობის ვადა შეუმცირდათ.

შეწყალებულთა რაოდენობიდან 80 ადამიანი სიაში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შუამდგომლობით იქნა შეყვანილი.

საპყრობილედან გამოსული პატიმრები პირდაპირ კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ და მხოლოდ შემდეგ წავიდნენ სახლებში.