საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის პირველი შეხვედრა შედგა

10 ნოემბერი
27-2

დღეს, 10 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის პირველი შეხვედრა შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი. ფრაქცია მრეწველების თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, ფრაქცია ახალი მემარჯვენეების მხრიდან დავით გამყრელიძე, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან დავით უსუფაშვილი, სალომე ზურაბიშვილი და კახა კუკავა.
შეხვედრა დაიწყო ლოცვით.
საქართველოს პატრიარქმა ორივე მხარის წარმომადგენლები დალოცა და მათ სიმშვიდისა და ურთიერთმიტევებისაკენ მოუწოდა, გადაწყდა, რომ დღესვე, საღამოს პარლამენტში სამუშაო ფორმატის შეხვედრა დაიწყება.
იხილეთ ვიდეოინფორმაცია