საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

თბილისში 1-6 მაისს ჩატარდება III საერთაშორისო ფესტივალი ”აღდგომიდან ამაღლებამდე”

23 აპრილი
267-2

1-6 მაისს თბილისში გაიმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი III საერთაშორისო ფესტივალი ”აღდგომიდან ამაღლებამდე”.

ფესტივალის პროგრამა ძირითადად კლასიკური მუსიკით არის წარმოდგენილი. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლებიც: გიორგი ბაბუაძე (იაპონია), ნანა ქავთარაშვილი (იტალია), ედიშერ სავიცკი (აშშ), ქეთევან ქემოკლიძე (იტალია), ნინო მელიქიშვილი (საფრანგეთი), გიორგი ხარაძე (საფრანგეთი), ირაკლი ცხადაია (გერმანია), ზაზა ფურცელაძე (საფრანგეთი), ხატია ბუნიათიშვილი (ავსტრია).

კულტურის მოღვაწეთა გამოსვლა გაიმართება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

ფესტივალის მხატვრული კონსულტანტი ლიანა ისაკაძეა.

ფესტივალის დასრულების შემდეგ საქართველოს რეგიონებში – გურჯაანის რაიონსა და მესტიის რაიონში, შესაბამისად 18 მაისს და 3 ივნისს გასვლითი კონცერტები გაიმართება.

ფესტივალზე დასწრება უფასოა.

ფესტივალი კათოლიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის მიერ აკაკი რამიშვილის ფონდ ”ტრადიცია და ინოვაციასთან” ერთად 2006 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება.