საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ეკლესიას წართმეული მიწები უბრუნდება

21 აპრილი

ეკლესიას საბჭოთა პერიოდში წართმეული მიწები უბრუნდება.

კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, სახელმწიფომ საპატრიარქოს იმ ობიექტების ნუსხა გადასცა, რომლებიც შემოდგომამდე მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა დაუბრუნდეს.

დღეს საპატრიარქოში გამართულ სხდომას მინისტრთა კაბინეტისა და სამღვდელოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფომ საპატრიარქოს 24 ობიექტი უკვე გადასცა.