საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დღეს ეკლესია ბზობას აღნიშნავს

20 აპრილი
264-2

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა.

ბზობის დრესასწაული ეხება 2000 წლის წინ მომხდარ ამბავს, როდესაც მაცხოვარი იესო ქრისტე, ქალაქ იერუსალიმში შევიდა. მას იერუსალიმში შესვლისას ფეხქვეშ პალმის ტოტებს უფენდნენ.

საზეიმო ლიტურგიის შემდეგ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბზა აკურთხა.