საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II განცხადება გაავრცელა

20 აპრილი
263-2

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განცხადება გაავრცელა საქართველოს და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის შესახებ.

განცხადებაში ნათქვამია, “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წუხილს გამოთქვამს საქართველოს და რუსეთს შორის ბოლო დროს შექმნილი რთული ვითარების გამო”.

“არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ერთმორწმუნე ერების სულიერ ძმობას და კეთილმეზობლობის სულისკვეთებას. მისასალმებელია, რომ ორივე ქვეყანა აღიარებს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა შეუსაბამობა, რომელიც ზოგჯერ თავს იჩენს დეკლარირებულსა და რეალურ ნაბიჯებს შორის, სერიოზულად ამწვავებს ჩვენს ურთიერთობებს”.

“საქართველოს ეკლესია მიუღებლად მიიჩნევს სეპარატიზმის ყოველგვარ გამოვლინებას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და თვლის, რომ მისი გაღვივება ხშირად წყაროა ძალადობისა და აგრესიისა”.

აღნიშნული განცხადება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიან ელჩს ვიაჩესლავ კოვალენკოს გადასცა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო.