საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

10 აპრილი
260-2

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 30 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრები დღეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ამ თარიღთან დაკავშირებით გასამართ ღონისძიებებზე ისაუბრეს. იმსჯელეს იმ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებზე, რომლებიც წელს გაიმართება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაგეგმილია პატრიარქის შესახებ სპეციალური გამოცემების უზრუნველყოფა და გამოფენების ორგანიზება.

კომისიის შემადგენლობაში სასულიერო პირები, გია ნოდია, გიგი წერეთელი, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან წულაძე და მიხეილ მაჭავარიანი შედიან.

ღონისძიებათა ნუსხაზე მუშაობა ჯერჯერობით დასრულებული არ არის.