საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

გატაცებული მღვდელი გათავისუფლებულია

11 აპრილი
259-2

გვიან ღამით აფხაზური ბანდიტური დაჯგუფების წევრების მიერ გატაცებული ჭუბურხინჯის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი პიმენ ქარდავა გათავისუფლებულია.

გატაცების შემდეგ ის აფხაზებმა სასტიკად სცემეს და ჭუბურხინჯიდან სოხუმში წაიყვანეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მამა პიმენ ლორის წმინდა გიორგის ეკლესიის მრევლისთვის რელიგიური ლიტერატურის გადაცემას გეგმავდა.

ერთ-ერთი ვერსიით თავდამსხმელებს მეთაურობდა მიშა ხაშბა, რომელიც სერგეი ბაღაფშის პირადი დაცვის წევრია. ის ადგილობრივებმა ამოიცნეს.