საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს 50 მლნ ლარის ქონება გადასცა

27 მარტი

მთავრობამ, კონკორდატით გათვალისწინებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 50 მილიონის ლარის ქონება გადასცა.

საპატრიარქოს გადაეცა მეცხრე საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული სემინარიის შენობა, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობა და ერეკლე მეორეს ქუჩაზე მდებარე ტერიტორიის ნაწილი, ასევე საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ობიექტი და ტყის მასივები.

ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია საპატრიარქოს დღეს კანცელარიაში გადაეცა.

გადაწყდა, რომ საპატრიარქოსა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომელიც საპატრიარქოსათვის გადასაცემი სხვა ობიექტების სიას შეადგენენ.

კონკორდატით ასევე გათვალისწინებულია ეკლესია-მონასტრების აღდგენაც.

პრეზიდენტის განკარგულებით, საპატრიარქოს შენობა-ნაგებობები სიმბოლურ თანხად – 1 აშშ დოლარად გადაეცა.