საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

რუმინეთის სენატის წარმომადგენლობითი დელეგაცის ვიზიტი საპატრიარქოში

19 მარტი
229-2

19 მარტს, საპატრიარქო რეზიდენციაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიღო რუმინეთის სენატის წარმომადგენლებითი დელეგაცია, სპიკერის ბატონ ნიკოლოზ ვაკაროიუს ხელმძღვანელობით.
ბატონმა ვაკაროიუმ აღნიშნა, რომ ძალიან წააგავს ერთმანეთს რუმინეთისა და საქართველოს ბედი და ჩვენს ორ ქვეყანას დიდი ხნის ძმური ურთიერთობები აკავშირებს, ჰყავს საერთო წმინდანი, რუმინეთში მოღვაწე ქართველი ანთიმოზ ივერიელი.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პარლამენტარებთან საუბარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებს შეეხო.
ბატონმა ნიკოლოზ ვაკაროიუმ აღნიშნა, რომ ახლო მომავალში ბუქარესტში გაიმართება ნატოს რეგიონალური სამიტი და რუმინეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.