საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ევროპარლამენტის დელეგაცია სტუმრად საპატრიარქოში

18 მარტი
228-2

18 მარტს საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიიღო ევროპარლამენტის დელეგაცია ბატონ ჟან მარინესკუს ხელმძღვანელობით.
საუბარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სეპარატიზმის პრობლემებს შეეხო. ბატონი ჟან მარინესკუ დაეთანხმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სეპარატისტული მოძრაობა მეტად საშიში მოვლენაა მთელი მსოფლიოსთვის. უწმინდესმა და უნეტარესმა საუბარში აღნიშნა, რომ მისი აზრით, კარგი იქნებოდა, გაეროს ეგიდით გამოცემულიყო რუკები, სადაც დაფიქსირდებოდა გაეროს მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრები, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.