საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

აბასთუმანში დედათა მონასტრის აღდგენაში წვლილს პარლამენტარებიც შეიტანენ

14 მარტი
221-2

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დეპუტატებს აბასთუმანში, ხანძრის შედეგად დამწვარი დედათა მონასტრის აღდგენაში გარკვეული წვლილის შეტანისაკენ მოუწოდა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მან გადაცხადა, რომ სახელმწიფო გამოყოფს სახსრებს კომპლექსის აღსადგენად, მაგრამ სასურველია, რომ პარლამენტარებმაც თავიანთი ხელფასიდან ამისთვის გარკვეული თანხა გაიღონ.
სახსრების შეგროვების ორგანიზება პარლამენტის თავმჯდომარემ მიხეილ მაჭავარიანს დაავალა.