საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ერისგან შენდობა ითხოვა

10 მარტი
216-2

შენდობის ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.
მიხეილ სააკაშვილმა სრულიად საქართველოს შენდობაც სთხოვა.
მე მინდა შენდობა ვთხოვო იმ ხალხს, ვინც მხარს გვიჭერს და იმ ხალხსაც, ვინც არ გვეთახმება და გვეკამათება, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ვალი და ყველაზე დიდი მოვალეობაა ქრისტიანისთვის იყოს მიმტევებელი თვითონ და იყოს მუდმივად მიტევების, შენდობის ძიებაში,” – განაცხადა პრეზიდენტმა.
შენდობის ლოცვა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.